ევროპარლამენტარი საქართველოზე - არჩევნები გაყალბდა, არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ მთავრობას

28.05.25 15:44
ევროპარლამენტარი საქართველოზე - არჩევნები გაყალბდა, არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ მთავრობას

 

 

"თქვენ კანდიდატი ქვეყანა ხართ, ვალდებულები ხართ, მოგვცეთ უფლება, შეფასება გავაკეთოთ ადგილობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩე სანჩეს ამორმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროდეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ევროპარლამენტი "ოცნების" თვითგამოცხადებულ მთავრობას არ აღიარებს.

ამასთან, ნაჩო სანჩეს ამორმა ივანიშვილის ხელისუფლება ტყუილი ნარატივების გავრცელებაში ამხილა. თქვა, რომ მითი "დიფ სთეითის" შესახებ ზღაპარია და "ოცნება" ვალდებულია, ქართველ ხალხს საკუთარი ზრახვების შესახებ ღიად ელაპარაკოს. 

ზოგიერთი ადამიანი ამბობს,  რატომ ჩამოდიან ეს ადამიანები საქართველოში, ისინი ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში.  თქვენ კანდიდატი ქვეყანა ხართ, ვალდებულები ხართ, მოგვცეთ უფლება, შეფასება გავაკეთოთ ადგილობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ნარატივი, რომ ევროკავშირში ყოფნა სუვერენუტეტის, თქვენი კულტურის ან ტრადიციების დათმობას ნიშნავს, უხეში ტყუილია. გაიგეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ესპანეთში ფლამენგო გაქრა, ან რომ ფრანგები კრუასანს აღარ ჭამენ? კულტურა და მრავალფეროვნება ევროკავშირში კარგადაა დაცული.

ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციებში არაერთხელ გამოვხატეთ. ჩვენ არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ მთავრობას, რადგან ვთვლით, რომ გასულ ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა , არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ის ჩატარდა დემოკრატიული პრინციპების დარღვევებით. ამიტომ, ინსტიტუციონალურად, პარლამენტმა გადაწყვიტა, ამჟამინდელი მთავრობის ლეგიტიმირობა არ აღიაროს. არ მინდა, ადგილობრივი არჩევნები გარდამტეხ მომენტად ჩავთვალო თუ ამისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემო არ იქნება, თუ შესაბამისი პირობები არ იქნება, მოხდება ის, რაც გასულ ოქტომბერს მოხდა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალ არჩევებნებზე, სწორედ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობთ. 

მისიის ფარგლებში ჩვან შევაფასეთ სურათი, რომელიც აქამდე გვქონდა. საქმე მხოლოდ კანონებს არ ეხება. კანონები აბსოლუტურად შეუსაბამოა ევროპულ ღორებულებებთან. საქმე ეხება ნარატივებსაც. ამჟამინდელი მთავრობა ცდილობს, ქვეყანა სრულიად სხვა მიმართულებით გადაიყვანოს. ეს ნატარივები, ბავშვური ზღაპარია, უხეში ტყუილი "დიფ სთეითის" შესახებ,  განცხადებები "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით.  მეგობრებო, ნამდვილად გჯერათ, რომ ნორმალური, რაციონალური ადამიანები ამ ტყუილს დაიჯერებენ? ჩვენ არავის ჩათრევა არ გვინდა ომში.  მოდით, ვიყოთ სერიოზულები და ზრდასრულები. თუ თქვენს ქვეყანას რუსული სტილის საზოგადოების მოდელს სთავაზობთ, მაშინ ეს უნდა თქვათ, რომ ჩემი შემოთავაზებაა, რომ ვიყოთ რუსეთი, მაგრამ ეს სულელური იდეები დიფ სთეითთან დაკავშირებით, ეს კონსპირაციული თეორებიები, ძალიან ბავშვურიაა. ქართული საზოგადოება იმსახურებს რომ მათ მოწიფული საზოგადოებასავით მოექცნენ და არა ბავშვივით, - განაცხადა ნაჩე სანჩეს ამორმა. 

ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში ისე დასრულდა, რომ დელეგაციის წევრები "ქართულ ოცნებას" არ შეხვედრიან. 2 დღიანი ვიზიტის დროს ევროდელეგატები "წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებს და სინდისის პატიმრების მშობლებს შეხვდნენ, რომელთაც ქვეყანაშ არსებული ვითარეის შესახებ ესაუბრნენ. 

ევროპარლამენტიდან თბილისში ადამიანი უფლებების ქვეკომიტეტის წევრი დეპუტატები 26 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციას რასა იუნკევიჩიანე ხელმძღვანელობს. 

ცნობილია, რომ ევროპარლამენტი ახლა ყოვეწლიური შეფასების დოკუმენტზე მუშაობს. ეს საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიშია, სადაც ყველა მიმდინარე მოვლენა მოხვდება. აქვე ჩაემატება ოპოზიციონერი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ქეისიც. 

დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ უკვე ევროპარლამენტი დოკუმენტს კენჭს უყრის.