ივანიშვილი: აშშ-ის ელჩმა კობახიძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

28.05.25 15:53
ივანიშვილი: აშშ-ის ელჩმა კობახიძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

აშშ-ის ელჩმა "ოცნების" პრემიერთან შეხვედრაზე უარი თქვა - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილირამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ წერილში წერს. 

მისი თქმით, შხვედრაზე უარის შემდეგ, დიპლომატს კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო:

"უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას." -  წერს ბიძინა ივანიშვილი.