ნიკა მელია: ჩემი დაპატიმრება "ოცნებამ" მისთვის ხელსაყრელი მომენტისთვის გადადო

28.05.25 17:36
ნიკა მელია: ჩემი დაპატიმრება "ოცნებამ" მისთვის ხელსაყრელი მომენტისთვის გადადო

 

 

ჩემი დაპატიმრება "ოცნებამ" მისთვის ხელსაყრელი მომენტისთვის გადადო - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა განაცხადა. 

პოლიტიკოსის განმარტებით, მისთვის "ღიმილისმომგვრელია" ის მიზეზი, რომელსაც საქმის პროკურორები ასახელებენ. 

მელიას განცხადებით, რეალურად მისი დაკავების გადადება "ოცნების" შიგნით არსებულ კრიზისთანაა დაკავშირებული, რომელიც პოლიტიკოსის შეფასებით, იმაზე ღრმაა ვიდრე საზოგადეობას ჰგონია.

უცნაურია ალბათ, ღიმილისმომგვრელიც არის ის ამბავი, რომელიც სასამართლოს მეშვეობით მიიღო ჩემმა ადვოკატმა, თითქოს პროკურორები ხვალ ტრენინგზე მიემგზავრებიან და ამიტომ  ვერ შეძლებენ დაესწრონ პროცესს და გადაიდება ეს პროცესი. ამ დღის მდგომარეობით, ასეთი მოცემულობა გვაქვს. ჩემი შეფასებით ეს შიგნით "ქართიულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული. მათ ამ ეტაპზე ჩათვალეს, რომ პროცესი, ანუ დაპატიმრება ჯობია, გადაიდოს მათთვის ხელსაყრელი მომენტისთვის.

როდის იქნება მათთვის ეს ხესაყრელი მომენტი არ ვიცი, არავინ იცის. არ მინდა ვიფიქრო და ვემზადო პატიმრობისთვის და მით უფრო პანაშვიდი მქონდეს. არავითარ შემთხვევაში. თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთი მორიგი ეპიზოდია. ფაქტია, რომ ქართულ ოცნებაში იმაზე ღრმა კრიზისია, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მიტაცებული ძლაუფლება, ვიდრე ჩვენ გვგონია. აი დაახლოებით ის პროცესია, რომელიც წლების წინ მოხდა და მოგვიანებით, რამდენიმე კვირის წინ აღწერეს წულუკიანმა და გახარიამ. შიგნით არის მოჩვენებითი ერთობა ქართულ ოცნებაში - ამბობს ნიკა მელია.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლო ხვალ არის ჩანიშნული.