გომელაური: ასეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გადავიტანეთ

28.05.25 17:12
გომელაური: ასეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გადავიტანეთ

"ასეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გადავიტანეთ" - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა შსს-ს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძემ გუნდს ახალი მინისტრი, გელა გელაძე წარუდგინა.

შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ივანიშვილის გუნდის წევრებს პირობა აღუთქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მათ გევრდით იქნება".

ბატონმა პრემიერმა ახსენა ბრძოლები რუსთაველზე, ესეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი და სახელმწიფო. როცა საჭირო ვიქნები, თქვენს გვერდით ვიქნები ყოველთვის", - განაცხადა გომელაურმა. 

მანამდე კი ირაკლი კობახიძემ ვატანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. ასევე თქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში", პირობა მიიღეს, რომ გომელაური ისევ დაუბრუნდება "სახელმწიფოს სამსახურს":

შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფოს სამსახურს და კვლავაც ჩადგება წინა ხაზზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში", - განაცხადა კობახიძემ.