თუ "ოცნებას" დასჭირდება, გომელაური თანამდებობაზე დაბრუნდება - რა თქვა კობახიძემ პოლიციელებთან შეხვედრაზე
თუ "ოცნებას" დასჭირდება, ვახტანგ გომელაური თანამდებობაზე დაბრუნდება - დღეს ირაკლი კობახიძემ შს ყოფილ მინისტრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამსახურისთვის და თქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში", პირობა მიიღეს, რომ გომელაური ისევ დაუბრუნდება "სახელმწიფოს სამსახურს":
"შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში და ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის გელა გელაძის უწყებისთვის წარდგენისას.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.