მინისტრი "ნაციონალური" წარსულით - დაიბარებენ თუ არა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გელა გელაძეს

28.05.25 17:37
მინისტრი "ნაციონალური" წარსულით - დაიბარებენ თუ არა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გელა გელაძეს

მინისტრი "ნაციონალური" წარსულით - დაიბარებენ თუ არა გელა გელაძეს თეა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე?

გელაძე 2004 წლიდან 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში არაერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, შესაბამისად დღეს ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მოუწევს თუ არა გელაძეს ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე მისვლა და აპირებს თუ არა "ოცნება" მის დაბარებას.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გელაძის ე.წ. კომისიაზე დაბარება კომისიის საკითხია და ასევე ირწმუნება რომ მინისტრი "ნაციონალური" წარსულით, "არასდროს ყოფილა პარტიული".

აქ მნიშვნელოვანი არის, ინდივიდუალურად ყველა ადამიანის კეთილსინდისიერება - ამბობს პაპუაშვილი. 

ეს არის კომისიის საკითხი. არ ვიცი, რა მხრივ შეიძლება ჰქოდნეს მას შემხებლობა კომისიის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ ეს კომისიის საბჭოს საკითხია. მისი ბიოგრაფია, მისი წარსული, მათ შორის მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი არანაირ ეჭვს არ იწვევს. ის არასდორს ყოფილა პარტიული. აქ მნიშვნელოვანი არის, ინდივიდუალურად ყველა ადამიანის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ამ მხრივ მიიღება გადაწყვეტილება", - ამბობს პაპუაშვილი.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის თანამდებობი წინა ხელისუფლების პერიოდში:

  • 2004-2005 წლებში გელა გელაძე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის – სოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა.
  • 2010-2012 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • 2007-2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია - მრჩეველი;
  • 2007 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი - მრჩეველი;
  • 2005-2006 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;
  • 2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი;
  • 2004-2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
  • 2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი;
  • 2001-2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე;
  • 1999-2001 - საქართველოს პროკურატურა - სტაჟიორი.

მსგავსი სიახლეები