"ოცნების" ზონდერები "ტვ პირველის" ჯგუფს თავს ესხმიან - შეაგინეს, ესროლეს ბოთლი

02.10.21 10:01
"ოცნების" ზონდერები "ტვ პირველის" ჯგუფს თავს ესხმიან - შეაგინეს, ესროლეს ბოთლი

"ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. ზონდერები "ტვ პირველის" ჟურნალისტებს თავს ესხმიან და პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევენ. 

"პირველების" კამერამ სამეგრელოში,  ზუგდიდში ერთერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ ელექროშოკით შეიარაღებული პირები გადაიღო, საპასუხოდ კი მათ ჩვენ კორესპონდენტს ბოთლი ესროლა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, პირი, ვინც აგრესიით გამოირჩეოდა, სპორტსმენი დავით ქირიაა. 

სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოზურგეთში ნატო გოგელიას, რომელმაც საარჩებნო უბანზე მოჭიდავეების მობილიზებაზე დასვა კითხვა. 

მსგავსი სიახლეები