ბოიკოტი ახალ მინისტრს - რატომ არ ესწრებოდა გელა გელაძის წარდგენას "ხარება"

28.05.25 20:06
ბოიკოტი ახალ მინისტრს - რატომ არ ესწრებოდა გელა გელაძის წარდგენას "ხარება"

გომელაურის შემცვლელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ დარბაზში ყველა მაღალჩინოსანი დახვდა ერთი გარდა - "ხარება" რეჟიმის ახალი მინისტრის წარდგენაზე არ მისულა. არ მივიდნენ, არც ზვიად ხარაზიშვილის მოადგილეები: მირზა კეზევაძე და არც მილერი ლაგაზაური. სპეცრაზმის შეფებმა, უწყების ახალ ბოსს - გელა გელაძეს დღეს ბოიკოტი გამოუცხადეს. 

"ხარებას" პოსტზე დარჩენა უნდა - დღეს, განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილმა სპეცრაზმის შეფმა "პირველთან" სალაპარაკოდ თანაშემწე გამოგზავნა, იმის ასახსნელად, რატომ არ უნდა გადაგდეს ხარება. 

"ხარებას" საკითხი ჰაერშია - ეს არის ინფორმაცია, რომელსაც "პირველებს" სისტემის შიგნიდან უყვებიან. ჰაერშია გამოკიდებული გომელაური კიდევ ერთ მოადგილის იოსებ ჭელიძის, იგივე "მოზგის" ბედი.  ეს უკანასკნელი დარბევებზე იყო პასუხისმგებელი.

გომელაური მინისტრის პოსტს სანქციების ტვირთით ტოვებს - კარიერას ყველაზე საშიში დამნაშავეების გვერდით, "მაგნიტსკის" სიაში საპატიო ადგილით ასრულებს. 

"ოცნება" არ აღიარებს თუმცა ფაქტები ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ ივანიშვილი სანქცირებულებს იშორებს. 

 ვინ არის უწყების ახალი შეფი ნაციონალური წარსულით - ყველა დეტალი ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში