დიდი წმენდა "ოცნებაში" და ოლიგარქის სტრატეგია - უშვებენ იმ მაღალჩინოსნებს, ვინც სანქციების ქვეშაა

28.05.25 20:19
დიდი წმენდა "ოცნებაში"  და ოლიგარქის სტრატეგია -  უშვებენ იმ მაღალჩინოსნებს, ვინც სანქციების ქვეშაა

სალომე ზურაბიშვილმა გომელაურის წასვლა "ქართულ ოცნებაში" დიდი რღვევად შეაფასა და სანქციების ეფექტს დაუკავშირდა. ექსპერტების შეფასებით, სანქციებით შეშინებულმა ივანიშვილმა იმ ხალხის ჩამოშორება დაიწყო, ვის დასჯასაც დასავლეთი ითხოვდა. ხალხის ცემაზე, დარბევაზე და წამების მანქანებში ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი, მინისტრი აღარ არის.   

უკვე ორი თვეა, საკვანძო თანამდებობიდან იშორებენ სანქცირებულ მაღალჩინოსნებს, ის, ვინც "ქართულ ოცნებაში" ბევრი წელი გატარა, კარგად ხვდება რა პოლიტიკურ ტრიუკთან გვაქვს საქმე. ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდ ბრიტანეთის მთავარ მოთოხნა, ძალადობის ფაქტების გამოძიება და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯა იყო - ვინც პასუხისმგებელია პოსტზე დიდი ნაწილი აღარ არის. 

ექსპერტების შეფასებით, ამით ივანიშვილს სანქციების ავტორებთან სალაპარაკო გაუჩნდა, რომ ყველა პოსტებს ჩამოაშორა.  "ქართლი ოცნების" ყოფილი წევრები ჰყვებიან, რომ ივანიშვილი მისი საჭიროების შემთხვევაში ყველას გაწირავს და ამის მაგალითს ვხედავთ ახლაც. 

მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში სანქცირებული გომელაური მინისტრი აღარ  არის, სუს - ის სანქცირებული შეფი პოსტზე აღარ არის, გომელაურის სანქცირებული მოადგილე შალვა ბედოიძე გაუშვეს განმარტების გარეშე. თბილისი პოლიციის სანქცირებული შეფი სულხან თამზაშვილი ჩამოაშორეს ძალოვან უწყებას. ძალადობის გამოუძიებელი ფაქტების გამო სანქცირებულ კარლო კაციტაძეს უწყებას უხურავენ. 

გადაყენებულია სანქცირებული მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

წმენდა სანქცირებული ხალხისგან - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით