სააკაშვილი შემოვიდა გადატრიალების მოსაწყობად - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოვიდა. კობახიძის თქმით, უკრაინულ მხარეს ყველა დეტალს მიაწვდიან.
მიხეილ სააკაშვილის შესახებ იცის ყველამ ყველაფერი, მას აფრთხილებდნენ ,მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორები, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა მან არ მოუსმინა არავის, იცოდა მან, სად იყო მისი ადგილი, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
ის არის ძალიან მძიმე დამნაშავე და სასჯელს იხდის დღეს ამ მძიმე დანაშაულებისთვის. სააკაშვილი შემოვიდა საქართველოში არეულობის შემოსატანად, ის შემოვიდა გადატრიალების მოსაწყობად", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"