ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

28.05.25 19:33
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანს შეხვდა. ივანიშვილის პრემიერსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

კობახიძემ უნგრელ კოლეგას "სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა".