უკიდურესი გაჭირვება რეგიონებში - რეჟიმს ხალხი ამხელს

28.05.25 20:46
უკიდურესი გაჭირვება რეგიონებში - რეჟიმს ხალხი ამხელს

"ოცნების" ჩამონგრეული პროპაგანდა "აყვავებული ეკონომიკის" შესახებ -  ეკონომიკური ზრდა არ ეხება ხალხს, რომელიც შიმშილის ზღვარზეა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სოციალურ შემწეობას მოსახლეობის თითქმის 52 პროცენტი იღებს, ანუ იქ მცხოვრები ადამიანების ნახევარი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. გურიაში, ქართლსა და კახეთში ყოველი მეოთხე ადამიანი სახელმწიფოსგან მიღებულ ასობით ლარის იმედზეა დარჩენილია. ამ ადამიანებამდე ოცნების დაანონსებული რეკორდული ეკონომიკური ზრდა არ აღწევს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ შეგროვებული მონაცემები ადასტურებს, რომ ოლიგარქის რეჟიმის ეკონომიკურ ზრდაზე მითითება მხოლოდ მანიპულაციაა. მკვლევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა საქართველოდან მიგრაციაში წასული მოქალაქეების გადმორიცხვებზე, აქ ჩამოსახლებულ რუს ტურისტებზე და ოკუპანტ ქვეყანაში გატანილ მანქანებზე დგას. თუ ეკონომიკა იზრდება, ეს მხოლოდ თბილისს ან ბათუმს ეტყობა. რეგიონებში ეკონომიკური ზრდა 1 პროცენტიც არ არის.

თბილისსა და აჭარაზე ეკონომიკური ზრდის 76 პროცენტი ფიქსირდება. რეგიონებში კი ხელფასიც იმის ნახევარია, რაც დედაქალაქში. ადამიანები გადასარჩენად სესხებს იღებენ, 2023 წლის მონაცემებით სესხების მოცულობის წილი მოსახლეობის შემოსავლის 216 პროცენტი იყო. მოქალაქეები ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახლებს კარგავენ, 2020-2024 წლებში 4500 ოჯახმა დაკარგა საცხოვრებელი. მაშინ სად არის ეკონომიკური ზრდა? ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ ქვეყანაში რამე იზრდება, ეს მხოლოდ ოლიგარქის ელიტაზე აისახება.

უკიდურესი გაჭირვება რეგიონებში - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები