ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში, უნდა დასრულდეს - გიორგი გახარია

02.10.21 10:12
ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში, უნდა დასრულდეს -  გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და თბილისის მერობიოს კანდიდატი, გიორგი გახარია, მოსახლეობას არჩევნების მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას უკან ექაჩება, უნდა დასრულდეს.

ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია, ერთმანეთს ექაჩება... ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე გონივრულად და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დღეს მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ, რომ არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბოლო განსაკუთრებით, ერთი თვის რას ნიშნავს ქვეყანაში და სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ, ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი არჩევანით ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ, - განაცხადა გახარიამ. 

გიორგი გახარია ცოტა ხნის წინა საარჩევნო უბანზე მივიდა.  

მსგავსი სიახლეები