შაიშმელაშვილი: ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს განცხადებები დაწერილი აქვთ

28.05.25 21:55
შაიშმელაშვილი: ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს განცხადებები დაწერილი აქვთ

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ ზვიად ხარაზიშვილმა და მისი გარემოცვის წევრებმა, მათ შორის მისმა მოადგილეებმა, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერეს. 

"დაახლოებით 70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე" - აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი "ტვ პირველის" ეთერში და აღნიშნავს, რომ ვახტანგ გომელაური ის ერთადერთი ადამიანი იყო უწყებაში, რომელსაც "ხარება" უპირობოდ ემორჩილებოდა. 

ჩემი ინფორმაციით, ხარაზიშვილსა და მის მოადგილეებს, მის ბანდფორმირებებს, რომელიც მის ვერტიკალში არის, ყველას დაწერილი აქვს განცხადება. დაახლოებით 70 განცხადება არის დაწერილი. ხარაზიშვილი არცერთი დღე არ გაჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროში გომელაურის გარეშე. გომელაური იყო ის ადამიანი, რომელსაც პატივს სცემდა და ემორჩილებოდა. ჩემი მუშაობის პერიოდში, ხარაზიშვილი მინისტრის მოადგილეებს არ ემორჩილებოდა და მათ ბრძანებებს არ ასრულებდა. ხარაზიშვილი გომელაურის გარეშე უფრო მეტი ტვირთია, ვიდრე რამის გამკეთებელი. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბინძური და შავი საქმე უყოყმანოდ შეასრულოს". - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.    

მსგავსი სიახლეები