რეჟიმის შიგნით სერიოზული რყევებია - ვაშაძე გომელაურის გადადგომაზე

28.05.25 22:43
რეჟიმის შიგნით სერიოზული რყევებია - ვაშაძე გომელაურის გადადგომაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას ივანიშვილის რეჟიმის შესუსტებას და "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიდა რყევებს უკავშირებს. 

როგორც პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რეჟიმის შიგნით არსებული რყევები ქართველი ხალხის უწყვეტმა პროტესტმა და საგარეო წნეხმა გამოიწვია. 

სისტემა და რეჟიმი სუსტდება. შიგნით სერიოზული პრობლემებია, ზოგი თვითმოტივაციით მიდის, ზოგს უშვებს და ა.შ. მაგრამ, რაზეც იყო აშენებული ეს რეჟიმი და ძალოვანი უწყებები, იქ არის სერიოზული რყევა. ეს იყო სუს-ი, რაზეც იდგა, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. შიგნით არის სერიოზული რყევა...

ივანიშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას და მოტივი მხოლოდ სპეკულაცია შეიძლება იყოს, რომ ზოგი თვითონ წავიდა, ზოგი გაუშვეს და ასე. სისტემის შიგნით არის სერიოზული რყევა და ეს რყევა გამოწვეულია პროტესტით, საგარეო მუშაობით, სანქციებით. ეს არის კომპლექსური შეტევა რეჟიმზე, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევ ქვეყნის გარედან", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.    

მსგავსი სიახლეები