გომელაურის გადადგომა ტაქტიკური გადაადგილებაა... შსს-ში ახალი ვერტიკალი ჩამოყალიბდება - ქემოკლიძე
"გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, კახა ქემოკლიძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას "ივანიშვილის მხრიდან ტაქტიკურ გადაადგილებად" აფასებს.
როგორც ქემოკლიძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის პირობებში უწყებაში ბევრი საკადრო ცვლილება განხორციელდება.
მე მგონია, რომ ეს არის ტაქტიკური გადაადგილება, რომელიც ბატონი ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით შექმნილ კონტექსტს... მე დარწმუნებული ვარ, რომ 70% ამ ადამიანების შეიცვლება და ახალი ვერტიკალის ჩამოყალიბება მოხდება ახალი დე ფაქტო მინისტრის პირობებში და ეს არის ჩვეულებრივი მოცემულობა", - ამბობს კახა ქემოკლიძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.