არ გვაქვს საფუძველი, ივანიშვილის სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ - გია ვოლსკი
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ამერიკის მხრიდან დასანქცირებულია, რობინ დანიგანთან აუდიენციის გამართვა "უხერხული" იქნებოდა.
გია ვოლსკი კამერების წინ ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებში ეჭვი შეიტანოს.
უხერხული სიტუაციაა შექმნილი. ბიძინა ივანიშვილს საფუძველი აქვს, თქვას, რომ სანქცია არაფორმალურია, ასე გამოიყურება. ჩვენც არ გვაქვს საფუძველი, რომ მის სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ. ასეთ მდგომარეობაში თემაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, არასწორია.
ვფიქრობ, აშშ-ს ელჩმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შეთავაზება უნდა მიიღოს. რეალურად, სალაპარაკო ბევრია და ვფიქრობ, სწორი შეთავაზებაა"- აცხადებს გია ვოლსკი.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
- განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა.
ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.
- ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ "პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი აშშ-ის მიერ დაწესებულ როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც" წერს.