"პიჯაკების საქმე" სააპელაციოში - ბოლო ცნობები სასამართლოდან
6 პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს საქმე სააპელაციო სასამართლოშია - დღეს პირველი მოსამზადებელი სხდომაა, სადაც მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.
- აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროს კი 300 ათას ლარიანი გირაო. მოსამართლის ვერდიქტი ორივე მხარემ გაასაჩივრა.
პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო დაგვიანებით დაიწყო. ამ წუთებში სასამართლოს სიტყვით მიმართავს მიხეილ სააკაშვილი. იქამდე კი დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც კოლეგიას ხელმძღვანლობს - განმარტეს, რომ სწორედ ამ მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე ადვოკატების საჩივარი 2 კვირის წინ ისე განიხილა, რომ ზეპირი მოსმენაც კი არ ჩაუნიშნავს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ასეთი მოსამართლე დამოუკიდებელ და ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები მის სრულად გამართლებას ითხოვენ, პროკურატურა კი თემურ ჯანაშიასთვის უფრო მძიმე მუხლით დანაშაულის დადგენას და გირაოს ნაცვლად, ციხეში გაშვებას.
დღეს დაიწყება სააპელაციო განხილვა პიჯაკების საქმეზე. აპელანტები ვართ როგორც თემო ჯანაშიას მხარე, ისე მიშას მხარე, საერთო პოზიცია გვაქვს. ამავდროულად, პროკურატურა ითხოვს, რომ თემო ჯანაშიას მიმართ კვალიფიკაცია დამძიმდეს და სანქცია დამძიმდეს იმ საქმეზე, რომელიც არის აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული, საქმეზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ეხება პიარსა და პროპაგანდას, მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში იყო", - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
თემურ ჯანაშიას თქმით, სანამ ცოცხალი იქნება ყველა ინსტანციაში იბრძლებს მისი უფლებებსი დასაცავად.
თავისთავად ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო, ეს ისედაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ არ იყო აქ რეალურად დანაშაულის ნიშნები. აქ არის პრეზიდენტი, რომელიც გამოსცემდა განკარგულებას და არის დაცვის სამსახური, რომელიც ასრულებდა ამ განკარგულებას, ძალიან მარტივი ქეისია ეს. 12 წელია თუ 100 წელი იქნება, სადამდეც შევძლებ, სანამ ვიცოცხლებ დავიცავ ჩემს უფლებებს"- ამბობს თემურ ჯანაშიას.
- ცნობისთვის, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
- პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.