ირაკლი გმირია, საერთაშორისო პატრიოტი - ორბანი კობახიძეს აქებს
ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" პრემიერს აქებს - უნგრეთის პრემიერი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია, ირაკლი კობახიძეს "საქართველოს ეროვნულ გმირად" აცხადებს.
ვიქტორ ორბანი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდის ლიდერმა "ლიბერალური მოძრაობები" დაამარცხა, "ბრიუსელს თავი არ დაუხარა" და საქართველოს სახით ახალი დიდი ბრიტანეთი შექმნა.
საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში. მისი ქვეყნის 20 პროცენტი არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში." - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.