მე აქ არ მოვსულვარ, რომ ვიღაცა დავამარცხო, მოვედი, რომ გავიმარჯვო - ნიკა მელია
"მე აქ არ მოვსულვარ, რომ ვიღაცა დავამარცხო, მე მოვედი, რომ გავიმარჯვო" - ,,ენმ"-ს - თავმჯდომარე, ნიკა მელია, საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს. მელიას თქმით, ყველამ არჩევანი მარტივად უნდა გააკეთოს.
ძალიან მარტივია თქმა, რას მივეცი ხმა, ვისაც არ სურს, ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებას დასაყრდენად კრიმინალები მიაჩნდეს, ვისაც არ სურს, რომ დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს.
არაგულწრფელი ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა მთლიანად არის დაკარგული. წარმოვიდგინოთ ის მხოლოდ 3 ადამიანის სახე, სახელი და გვარი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს, ვგულისმხობ - გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი.
თუ გსურთ, რომ ერთი ფერი იყოს მუდმივად საქართველოში და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება კოალიციური მმართველების ქვეშ და "ოცნება" იყოს მხოლოდ მმართველი, გასაგებია. არჩევანი ადვილი იყო, ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი იმპულსი, სჭირდება ქვეყანას ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია, ჭაობში მყოფი ხელისუფლების პირობებში განხორციელდეს, მათ პირობებში ქვეყანაში რაც არ უნდა ნიჭიერი ვიყოთ, გასაქანი ადამიანს არ აქვს. ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე! ძვირფასო მეგობრებო, ყველანი იქ ,სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ისტორიის. ნუ ჩათვლით, რომ პოლიტიკოსები იმარჯვებენ, ნუ ჩათვლით, რომ პოლიტიკური პარტიები იქნებიან გამარჯვებულები. მე აქ არ მოვსულვარ, რომ ვიღაცა დავამარცხო, მე მოვედი, რომ გავიმარჯვო", - ამბობს ნიკა მელია.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"