თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს - გიორგი ბაჩიაშვილი
თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს - ამ სიტყვებით მიმართა დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს სასამართლოს მისი გატაცების სკანდალური დეტალები უამბო და თქვა, რომ რეჟიმის ყველა მსახური აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მე თქვენ გთხოვთ, ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ რომ მე ამ გამოძების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებს მთელი სახელმწიფო.
ეს არის ჩვენი უფლების დარღვევა, დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს. ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ!", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის სრული სიტყვა სასამართლოზე:
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდა.
სხდომა 24 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, რის გამოც პატიმრობის გამოყენების საფუძველი აღარ იყო.
მოსამართლე ნანა შამათავამ პრკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფოლა და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.