ემიგრანტები ბალტიის ქვეყნებს, ევროკავშირს ცრუ-მოწმეების და რეპრესიული რეჟიმის სხვა წარმომადგენლების დასანქცირებას სთხოვენ
ბალტიის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველებმა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვაში ქართველები ბალტიელ პარტნიორებს სთხოვენ სასანქციო პოლიტიკის გაძლიერებას.
მიმართვას ამჯერად თან ერთვის 200-კაციანი სია, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ მიმართვის ხელმომწერები და რომელთა შესახებ დოკუმენტირებულია მათ მიერ განხორციელებული ანტიჰუმანური ქმედებები.
"ამ სიაში არიან ე.წ. სამართალდამცავი სისტემის, რეალურად კი რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლები: პროკურორები, მოსამართლეები გამომძიებლები, სუს-ის თანამშრომლები, პოლიციელები. განსაკუთრებული აქცენტი მიმართვაზე ხელმომწერებმა ასევე გააკეთეს ე.წ. ცრუ-მოწმეებზე და მათი დასანქცირების მნიშვნელობაზე. მიმართვის ხელმომწერები მუშაობენ ბალტიის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სისტემატიურად მიაწოდებენ მათ განახლებულ მონაცემთა ბაზებს"- წერია განცხადებაში.
მიმართვა ასევე გადაეგზავნა ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებს და გადაეგზავნება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნების მთავრობებს.
მიმართვის ინიციატორია ახლადდაფუძნებული „პლატფორმა 2025“.