გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება - დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას გატაცებაზე

29.05.25 15:27
გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება - დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას გატაცებაზე

 

 

დაიწყებს თუ არა გამოძიებას პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებაზე - პროკურორი მიხეილ სადრაზე, ამ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს დაწყებული ამ მიმართულებით გამოძიება.

  • თუმცა ყველას გვახსოვს სუს-ის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ბაჩიაშვილსი დაკავება "მწვანე ზონაში" მოხდა და იქ არაფერი იყო ნათქვამი გატაცებაზე, რაზეც დღეს სასამართლო პროცესზე ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა ისაუბრა. 

ჰქონდა თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის თან პასპორტი და ფიგურირებს თუ არა ეს იმ საქმეში, რომელსაც სუს-ი იძიბეს? - მიხეილ სადრაძემ "პირველების" ვერც ამ შეკითხვას გასცა პასუხი და თქვა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებას ყველა სახის ინფორმაციასუს- მიაწვდის.

ის საკითხები, რაზეც ბრალდებულმა გააკეთა აქცენტი, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მათ შორის მიმდინარეობს სუს-ში. გააკეთა შესაბამისი განმარტება და ბუნებრივია, მიმდინარეობს გამოძიება და ეს უწყება გააკეთებს უწყებას და მე დეტალურ კომენტარს ვერ მოგახსენებთ, იმიტომ, რომ არ ვახორციელებ საპროცესო ზედამხედველობას. გეუბნებით, მიმდინარეობს გამოძიება, რაც შეეხება ჩემს უფრო დეტალურ კომენტარს, ვერ გავაკეთებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ის სხვა უწყებაა. 

მე ამ უწყებაზე (სუს-ზე) საპროცესო ზედამხედველობას განვახორციელებ, არ ვარ ამ საქმის პროკურორი. 

ძალიან მარტივად გეუბნებით, ის  საკითხები, რაზეც ბრალდებულმა გაამახვილა ყურადღება მათ შორის მოიცავს ეს გამოძიებაც, რასაც სუს-ი აწარმოებს, შესაბმისად საზოგადოებას ინფორმაციას ეს უწყება მიაწვდის. ემ დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.  

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სასამართლოში გააკეთა.  

მსგავსი სიახლეები