რა ბედი ელის გახარიას პარტიის მანდატებს - პოლიტიკური თამაშის რა წესს აირჩევს ექსპრემიერი
გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატების გაუქმების დრო ახლოვდება. საგაზაფხულო სესიის დასასრულს ივანიშვილის დეპუტატები ექსპრემიერის პარტიის სიის 12 წევრს საპარლამენტო უფლებამოსილებას შეუწყვეტს. გახარიას პარტიას ცესკოში საპარლამენტო სია ჩახსნილი არ აქვს.
"ოცნებაში" დადასტურებით ამბობენ, რომ გახარიას 12 თანაგუნდელს იმუნიტეტს მოუხსნიან, მაგრამ ამით პროცესი არ სრულდება.
თუ პარტია ცესკოში საარჩევნო სიას არ ჩახსნის, მომდევნო 12 წევრი ავტომატურად დეპუტატი ხდება. ახლა ექს პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს, იტყვის თუ არა უარს საბოლოოდ სხვა პარტიების მსგავსად არალეგიტიმურ პარლამენტთან რაიმე ფორმით თანამშრომლობაზე.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.