როგორ მუშაობს სანქციები და რა ემუქრება ოლიგარქის ფინანსურ იმპერიას

29.05.25 20:17
როგორ მუშაობს სანქციები და რა ემუქრება ოლიგარქის ფინანსურ იმპერიას

ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი მილიონებს უბლოკავს - ოლიგარქის წერილიდან ცნობილი ხდება, რომ "იულის ბაერი" ივანიშვილს არ აძლევს ფულს, რომელიც დავაში არ ექცევა. საუბარია არა "კრედიტ სუისთან" დავაზე, არამედ სულ სხვა ფულზე, რომელიც ივანიშვილს ანგარიშზე ედო, თუმცა მას არც აძლევენ და არიცხვინებენ.

ფინანსისტები ამბობენ, რომ ყველაფერი სანქციების ეფექტია. ბიძინა ივანიშვილი 2024 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური სანქციების ქვეშ არის მოქცეული, შესაბამისად ვერცერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუცია მისთვის ფინანსური მომსახურების გაწევას ვერ ბედავს.

ბიძინა ივანიშვილი არ ასახელებს ზუსტ თანხას, თუ რამდენი აქვს ახლა სადავო, თუმცა საუბარია ასობით მილიონზე. "პირველებმა" ოლიგარქის ადვოკატს ჰკითხა, რამდენ მილიონს ითხოვს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ნიკოლოზ გულუა "პირველებს" აღარც ზარებზე და აღარც შეტყობინებებზე პასუხობს. 

ამ დრომდე უცნობია, შვეიცარიულ ბანკებში შენახული ფულის გარდა, კიდევ რა აქტივები აქვს გაყინული ბიძინა ივანიშვილს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი უძრავი ქონების მფლობელია, რომელსაც კომპანიების საშუალებით ფლობს. ფინანსისტები ამბობენ, რომ ამერიკული სანქცია, რომელიც ივანიშვილს ადევს, ჯერ მხოლოდ დასაწყისია და არსებობს სხვა უფრო მძიმე მოდიფიკაციაც, რაც ოჯახის წევრებზე გაფორმებული ქონების გაყინვას გულისხმობს. 

რა ბედი ელის ბიძინა ივანიშვილს და არის თუ არა ქართველი ოლიგარქი შეპყრობილი ფულის დაკარგვის შიშით? - დეტალები ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში ნახეთ.

მსგავსი სიახლეები