კობახიძე ორბანის სამიტზე - რისთვის გამოიყენა ივანიშვილის პრემიერმა ტრიბუნა
ბუდაპეშტის კონფერენცია ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ირაკლი კობახიძეს კონსპირაციის თეორიებზე ლაპარაკი თამამად შეუძლია. ბიძინა ივანიშვილის პრემიერმა დღეს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მთელი დასავლეთი შანტაჟში დაადანაშაულა, თავი კი მსხვერპლად გამოაცხადა. კობახიძემ თქვა, რომ თურმე სანქციები უმიზეზოდ დაუწესეს.
ევროპარლამენტის რეზოლუციების და ამერიკის სენატის "მეგობარი აქტი" "ქართული ოცნების" შეშფოთების საგანია. თუ საქართველოში ამ დოკუმენტებს ფარატინა ფურცლეს უწოდებენ და ამბობენ, რომ ჩალის ფასი აქვთ, უნგრეთში სიტყვით გამოსვლის დროს ივანიშვილის პრემიერმა ვერ დამალა, რომ ევროპარლამენტის ის ექვსივე რეზოლუცია ადარდებს, სადაც მისი ბოსის და მისი თანაგუნდელების სანქციების მოწოდებებია.
უნგრეთის დედაქალაქში არ ჩასულა არც ერთი ევროპელი ლიდერი. ღონისძიებაზე, სადაც ევროკავშირს მტრად აცხადებენ და ავტოკრატიულ მმართველობას კონსერვატიული ღირებულებებით ფუთავენ, ევროკავშირის არც ერთი ლიდერი არ მივიდა, თუმცა კობახიძისთვის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია ის ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა ევროპაში, სადაც "ოცნების" პრემიერს ფართო აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა.
რისთვის გამოიყენა ივანიშვილის პრემიერმა ტრიბუნა? - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.