საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა-სალომე ზურაბიშვილი

29.05.25 19:17
საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათი შეჩერების დროა.

ტერორი, საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა რამე სამართლებრივი პროცესის გარეშე. ბატონი ივანიშვილის მიერ დაკვეთილი ეს ოპერაცია განხორციელებულ იქნა “საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავის გამოყენებით! მათი შეჩერების დროა!” - წერს ზურაბიშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სასამართლოში გააკეთა.  

მსგავსი სიახლეები