როგორ გაურბის ოლიგარქი პასუხისმგებლობას - გადააბარა თუ არა ივანიშვილმა მთელი ტვირთი ირაკლი კობახიძეს?

29.05.25 20:30
როგორ გაურბის ოლიგარქი პასუხისმგებლობას - გადააბარა თუ არა ივანიშვილმა მთელი ტვირთი ირაკლი კობახიძეს?

ბიძინა ივანიშვილი ძველ ფორმას უბრუნდება. ოლიგარქი კვლავ ფარდის უკან მიიწევს. ორი დღეა ის და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ ამერიკის ელჩმა ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილების გადასაცემად არასწორი ადრესატი აარჩია. ივანიშვილი წერს, რომ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან ერთად იღებს და ელჩს გართულებულ ურთიერთობაზე პასუხები სწორედ ირაკლი კობახიძისგან უნდა მიეღო. 

ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ამბობს, რომ ნორმალურ ვითარებაში ეს პასუხი მისაღებიც იქნებოდა და დამაჯერებელიც, თუმცა ახლა ეს არგუმენტი ივანიშვილმა არარელევანტური თავადვე გახადა. ერთი მხრივ, თავადვე ამბობს, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში ის მონაწილეობს, მეორე მხრივ, მას ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წესდება აკისრებს, სადაც ოლიგარქმა ჩაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირის არჩევა მისი ექსკლუზივია. ყიფიანი ფიქრობს, რომ ამით მის არაოფიციალურ პოზიციას ოფიციალურ სახეს სძენს და ამ როლს შტატებიც ზუსტად ხედავს.  

რატომ გაურბის პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილი - ეს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე დამკვირვებლებს არ უკვირთ, რადგან მთელი მისი მმართველობა ჩრდილქვეშ ყოფნაა. პოლიტიკოსებისთვის გასაკვირი არც ელჩის მიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ნათქვამი უარი იყო, რადგან მას შტატები გადაწყვეტილების მიმღებ პირად არ აღიქვამს. მითუმეტეს თვალშისაცემია წერილის ის ფრაგმენტი, სადაც ივანიშვილი წერს, რომ მასთან შეხვედრის სურვილი ელჩმა კობახიძის საშუალებით შეუთვალა. ამიტომ ცხადია, რომ კობახიძე ამერიკისთვის ივანიშვილთან დამაკავშირებელ შუა რგოლად ითვლება და არა ფიგურად, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. 

ცდილობს თუ არა ოლიგარქი პასუხისმგებლობის კობახიძისთვის აკიდებას? - დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები