როგორ გაიტაცეს ბაჩიაშვილი - ვინ იქირავა თვითმფრინავი ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად
ადამიანის მძევლად აყვანისა და გატაცების დაკვეთა, სასჯელი შვიდიდან ათ წლამდე - ბრალდებულია ბიძინა ივანიშვილი. ქართველ ოლიგარქს ადამიანის გატაცების ორგანიზების ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო დარბაზიდან წაუყენა.
გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით, ის უცხოეთში 24 მაისს გატაცეს. 2 დღე თვალებახვეული ატარებდნენ და ბოლოს არზენას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს საქართველოში.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სუს-ის ვერსია სრულიად ჩამოშალა, თქვა. რომ ტყუილია, თითქოს საქართველოს სასაზღვროს ზონაში დააკავეს და ტყუილია რომ მას ინტერპოლი წითელი ცირუკლარით ეძებდა. ირკევვა რომ ინტერპოლს ქართული ოცნების მოთხოვნა ბაჩიაშვილზე ძებნის გამოცხადების შესახებ შეჩერებული ჰქონდა.
ადამიანის გატაცების თანამონაწილედ გიორგი ბაჩიაშვილმა ავიაკომპანია "აირზენა" და მისი მფლობელი გამოაცხადა, ირკვევა, რომ თბილისიდან გატაცებული ბაჩიაშვილის ჩამოსაყავანად "აირზენას" თვითმფინავი გაუშვეს, "სი არ ჯი 200" თბილისიდან დუბაიმდე გათიშული სანავიგაციო სისტემით მიფრინავდა, სისტემა, მხოლოდ მაშინ ჩაირთო, როდესაც თვითმფინავი დუბაის აეროპორტში ეშვებოდა. აირზენა ვერ უარყოფს, რომ ბაჩიაშვილი მათი თვითმფინავით ჩამოიყვანეს, ამტკციებენ რომ ამ ფრენისთვის აეროხმალდი კერძო პირმა იქირავა.
ვინ იქირავა თამაზ გაიაშვილის კომპანიისგან, გატაცებული ბაჩიაშვილის ჩამოსაყვანად თვითმფინავი? ეს გამოძიებან უნდა დაადგინოს. დღეიდან, ბიძინა ივანიშივლის სახელი ადამიანის გატაცების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს გამტაცებლებიც და დამკვეთებიც.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.