გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება - ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი
გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით" არის დაკავებული.
კობახიძის თქმით, ბაჩიაშვილი მოხარული უნდა იყოს იმით, რომ არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.
- გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სასამართლოში გააკეთა.
„ მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერისა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს არის მისი საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.