ნიკა მელია დააკავეს

29.05.25 21:11
ნიკა მელია დააკავეს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი უდასტურებს.

როგორც კონდახაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა. 

იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ "ცვლილებისთვის" ლიდერი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული, რათა მელიას ხვალინდელ პროცესზე დასწრება აიძულონ, რომელზეც პოლიტიკოსს საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ დასწრებას არ აპირებდა.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმპოლის ტანამშრომლოებმა, ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთანაა ეს კავშირში, რადგან არცერთ საქმეში მას აღკვეთი ღონსიძიება არ აქვს შეცვლილი და მიზეზი უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს", - განაცხადა კონდახაშვილმა.

  • შეგახსენებთ, რომ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არგამოცხადების საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო ხვალ უნდა გამართულიყო. მელიას აღნიშნულ საქმეზე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

 

მსგავსი სიახლეები