სამეგრელოში "ოცნების" აგიტატორებს მასიურად "წნევები" აწუხებთ

02.10.21 10:58
სამეგრელოში "ოცნების" აგიტატორებს მასიურად "წნევები" აწუხებთ

სამეგრელოში ვითარება ისევ დაძაბულია. მმართველი პარტიის აგიტატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით არიან მობილიზებულები, ტვ პირველის ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. 

ტვ პირველის გადამღების ჯგუფი გამოჩენისთანავე აგიტატორები სიებს მალავენ და ცუდად ყოფნას იმიზეზებენ. "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი აგიტატორი ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის დედაა. 

არ მინდა, წნევა მაქვს, გამანებეთ თავი!  ცუდად ვარ! ვინც ცრუობს, აი, ის მოკვდეს! - ამბობს დამკვირვეელი.

წნევა აწუხებდა N 15 საარჩევნო უბნის დამკვირვებელსაც.

არ მინდა საერთოდ თქვენთან ინტერვიუ! მე არაფერი მქონდა, ვიყავი ცუდად! ახლა მოდით და წნევა გამიზომეთ, მოიტანეთ წნევის აპარატი და წნევა გამიზომეთ !სად გაქვს კადრები? შენ ცრუობ! ასეთ ახალგაზრდა არ შეიძლება, ახლა რომ ცრუობ, მერე რა იქნები შენ! სააკაშვილმა დაგღუპათ ყველა, იმის მომხრეებიც იმნაირები ხართ! - თქვა დამკვირვებელმა.