“ძლიერი საქართველო“: “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო
კოალიცია “ძლიერი საქართველო“ ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ “რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს.“
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.“
კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს.
რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს.
გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.
კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.
როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს!-წერია განცხადებაში.