უილსონი მელიას დაკავებაზე: ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ

29.05.25 22:28
უილსონი მელიას დაკავებაზე: ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ

კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

უილოსონი წერს, რომ “ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. გამოსავალი სანქციებია.“ 

"ანტიამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. სანქციები გამოსავალია!" - წერს უილსონი. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

მსგავსი სიახლეები