გუშინ ჩვენ ვნახეთ მორიგი სპექტაკლი - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, ქვეყანაში სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. ჯაფარიძის თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე მიუთითებს.
გუშინ ჩვენ ვნახეთ მორიგი სპექტაკლი, უუნარობა, ჩამოშლილი ინსტიტუტები, როდესაც მთელი დღის განმავლობაში "ოცნება" ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი არ იყო ქვეყანაში და არ ქონდა გადმოკვეთილი საზღვარი. მერე იგივე ხალხმა სიამაყით გვამცნო, რომ ის დაკავებულია და მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ თანამოქალაქეებს - ესეთი სახელმწიფო შექმნა "ქართულმა ოცნებამ" , ესეთი ჩამოშლილი ინსტიტუტები გვაქვს დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნებით შევცვალოთ ეს არსებული ვითარება", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"