ეს არის ერთი კაცის შურისძიება-სოფო ჯაფარიძე მელიას დაკავებაზე

29.05.25 23:22
ეს არის ერთი კაცის შურისძიება-სოფო ჯაფარიძე მელიას დაკავებაზე

 

 

საქართველოში სამართალსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შორის ზღვარი სრულიად წაშლილია, შესაბამისად, ეს არის ერთი კაცის შურისძიება, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ნიკა მელიას დაკავებას, რომელიც დიღმის წინასწარი მოტავსების იზოლატორთან მივიდა. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ “ოცნება“ უკიდურეს ჩიხშია, საიდანაც გამოსასველი აღარ არსებობს“.

“მალე დაიმსხვრევიან და ამას ყოველდიურად ვხედავთ“,-ამბობს ჯაფარიძე.

ნიკა მელია არის გატაცებული, რეალურად, მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, სამართალსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შორის ზღვარი სრულიად წაშლილია, შესაბამისად, ეს არის ერთი კაცის შურისძიება, რომელსაც ეშინია, დღეს, ნიკა მელიას გატაცებით თუ ვინმე გაძლიერდა, გაძლიერდა ისევდა ისევ მელია და დასუსტდა ისევ და ისევ ივანიშვილის პარტია და თვითმარქვია ხელისუფლება. ნიკა მზად იყო, მან გირაო არ გადაიხადა და მას თუ ჰგონია, რომ ამით შეგვაშინებს, ან შეაშინებს ვინმეს და უკან დაგვახევინებს, ძალიან ცდება. ისინი უკიდურეს ჩიხში არიან, საიდანაც გამოსასველი აღარ არსებობს, მალე დაიმსხვრევიან და ამას ყოველდიურად ვხედავთ. ეს ბრძოლა დასრულდება ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვებით,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

მსგავსი სიახლეები