"ქართული ოცნება" ანადგურებს საქართველოს პროევროპულ ოპოზიციას - ისევე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში-ტერე ჰელანდი
"ქართული ოცნება" ახლა მეთოდურად აპატიმრებს და ანადგურებს საქართველოს პროევროპულ ოპოზიციას - ისევე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში,-ასე ეხმიანება ნიკა მელიას დაკავებას ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი ტერე ჰელანდი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, “დასავლეთმა ახლავე უნდა უპასუხოს - ან უყუროს, თუ როგორ ეშვება საქართველო სრულად ავტოკრატიასა და დიქტატურაში.“
ნიკა მელია ახლა ციხეშია. ზურაბ ჯაფარიძე მასზე ადრე დააპატიმრეს.
მათი "დანაშაული"? - უარი თქვეს "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებადი "გამოძიების" ლეგიტიმაციაზე - საბჭოთა სტილის კომიტეტის, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ეს არ არის იზოლირებული. ეს სისტემატურია.
"ქართული ოცნება" ახლა მეთოდურად აპატიმრებს და ანადგურებს საქართველოს პროევროპულ ოპოზიციას - ისევე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში.
დასავლეთმა ახლავე უნდა უპასუხოს - ან უყუროს, თუ როგორ ეშვება საქართველო სრულად ავტოკრატიასა და დიქტატურაში“,-წერს ჰელანდი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.