რეჟიმს ფორმალური მხარეებიც კი აღარ სჭირდება, რომ მსგავსი დანაშაულები ჩაიდინოს-ირაკლი კუპრაძე
ეს არის რეჟიმი, რომელსაც ფორმალური მხარეებიც კი აღარ სჭირდება, რომ მსგავსი დანაშაულები ჩაიდინოს,- ასე აფასებს ნიკა მელიას დაკავებას კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, რომელიც დიღმის იზოლატორთან მივიდა.
მისი თქმით, “ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს წინააღმდეგობის განცდას და გაზრდის საგარეო ველზე წნეხს“
არაფერი გასაკვირი აღარ არის, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიანი პოლიტიკური წინააღმდეგობა და ბრძოლა, რომელშიც პროდასავლური ოპოზიცია იმყოფება, სოლიდარობა ნიკა მელიას, გავაგრძელებთ იმ თანამშრომლობას და წინააღმდეგობას, რომელიც ოპოზიციურ ველზე ჩვენ გაგვაჩნია, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთიანი იყო ოპოზიციური განწყობები მაშინ, როცა იდევნებიან პოლიტიკოსები პოლიტიკურ ველზე. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს წინააღმდეგობის განცდას და გაზრდის საგარეო ველზე წნეხს და ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომელსაც ბევრად უფრო მძიმე ფორმებში მიიღებენ, რომელსაც უფრო მძიმე ფორმებში მიირებენ, ივანიშვილი მათ შორის,- განაცხადა კუპრაძე.
შეგახსნებთ, რომ ნიკა მელია დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები და ნიკა მელიას დაცვის წევრები ჰყვებიან, რომ დაკავების ოპერაციაში ასობით პოლიციელი მონაწილეობდა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები