სენატორ სტივ დეინსი თბილისშია - რა გზავნილების გაჟღერებას გეგმავს ამერიკელი დიპლომატი "ოცნებასთან"

30.05.25 10:54
სენატორ სტივ დეინსი თბილისშია - რა გზავნილების გაჟღერებას გეგმავს ამერიკელი დიპლომატი "ოცნებასთან"

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი თბილისშია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ინფორმაციის თანამად, სენატორ სტივ დეინსი "მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში".

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, სენატორი გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები და "ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ".

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს! სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები