"150 პოლიციელი იქნებოდა, გადმოიყვანეს მანქანიდან და გაიტაცეს" - ნიკა მელიას დაკავების ახალი დეტალები
ნიკა მელია ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დღეს სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
რაც შეეხება გუშინდელ დაკავებას, "პირველებმა" ჩაწერა ის პირები, ვინც უშუალოდ დაკავების მომენტში ნიკა მელიასთენ ერთად იმყოფებოდნენ. როგორც აღნიშნული პირები "ტვ პირველს" უყვებიან, ოპოზიციონერი ლიდერის გატაცებაში 150-მდე პოლიციელი იღებდა მონაწილეობას.
ორი მანქანით ვიყავით, მივდიოდით ჩაწერაზე, რა დროსაც ლისის ასახვევთან, ცოტა ისეთი მსოახვევი გზები რომ არის, ალბათ შერჩეული ჰქონდათ სპეციალურად ასეთი ადგილი, ტყის მასივია არის, არსად არაფერი რომ არ არის. ორი პატრული დაგვედევნა, გაგვაჩერეს, შუშების შემოწმებაზე ვართო, რა დონეზეა დაბურულიო. კი მივხდით რაშიც იყო საქმე, ორი ეკიპაჟი ამას არ სჭირდებოდა. როცა საბუთები გადავეცი, ამ დროს უკვე მთელი კრიმპოლი იქ გაჩნდა, გადმოათრიეს მანქანიდან, ხმის ამორების საშუალებაც არ მისცეს. როცა ნიკამ დაუწყო საუბარი, რას შვებითო, ნიკას ხმა ყვირილით გადაფარეს, ნუ გაგვანეიტრალეს. ახლოს არ მიგვიშვეს და ჩასვეს სავარაუდოდ მარშუტკაში. სადღაც 150 კაცი იყო სავარაუდოდ. ვიდეო რეგისტრატორები ჩამოგლიჯეს, ვინ უწევდათ ისედაც წინააღმდეგობას. პატრულის თანამშრომლები ფეხით იდგნენ ისეთ ადგილას, არასდროს რომ არ ყოფილან. დილიდან ჩასაფრება ჰქონდათ სავარაუდოდ", - ამბობს ნიკას თანმხლები.
ნიკა მელიას თანმხლები პირები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და ასევე ხაზგასმით აცხადებენ, რომ არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და არც სხვებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციელებისთვის.
გადმოიყვანეს მანქანიდან და გაიტაცეს. არც ნიკას და არც ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. გადაუტრიალეს ხელები, ჩასვეს მარშუტკაში და წაიყვანეს. იმდენი იყვნენ, რომ გადავსებული იყო გზა, მანქანები და მარშუტკები", - ამბობს კიდევ ერთი თანხმლები პირი.
დღეს საქალაქო სასამართლოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ყველგან პოლიციაა ჩააყენებული.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა.