სასამართლოს ნიკა მელიას ეტაპირება მოვთხოვეთ, პროცესზე მას საშუალება მიეცემა თავად მოყვეს კრიმინალური აქტის თაობაზე - ადვოკატი

30.05.25 11:30
სასამართლოს ნიკა მელიას ეტაპირება მოვთხოვეთ, პროცესზე მას საშუალება მიეცემა თავად მოყვეს კრიმინალური აქტის თაობაზე - ადვოკატი

 

 

ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლოს ოფიციალური წერილით მიმართეს - უფლებადამცველები ითხოვენ, რომ დღევანდელ პროცესზე ოპოზიციონერი ლიდერის ეტაპირება მოხდეს, სადაც ნიკა მელია თავად მოყვება მისი გატაცების სპეცოპერაციის შესახებ. 

  • კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ეს არის სამართლებრივი სივრციდან გასული ქმედება და თვითნებობდა, რომელიც პოლიტიკოსის და კი არა ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართაც არ შეიძლება განხორციელდეს. ველოდებით დღევანდელ პროცესს. რამდენიმე წუთის წინ მივმართეთ ოფიციცალური წერილით სასამართლოს და მოვითხოვეთ, ვინაიდან ნიკა მელია არის უკანონოდ დაკავებული, გატაცებული პოლიციის მიერ, მოვთხოვეთ სასამართლოს, რომ უწრუნველყოს მისი ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ნიკა მელიას მიეცემა საშუალება დეტალებში მოჰყვეს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელის ათეულობით მუშაკის მხრიდან - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები