ქართველი ემიგრანტები EU-ს ლიდერებს დასასანქცირებელთა პირების 200 კაციან სიას უგზავნიან

30.05.25 12:00
ქართველი ემიგრანტები EU-ს ლიდერებს დასასანქცირებელთა პირების 200 კაციან სიას უგზავნიან

ქართველი ემიგრანტები  "ქართული ოცნების" ყველა დამხმარე პირის და ივანიშვილის პარტიის მაღალჩინოსნების დასანქცირებას მოითხოვენ. ემიგრაციაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა  ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორას კაციანი სია უკვე გადააგზავნეს. 

დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ცრუ მოწმეებზე, იმ პოლიციელებზე, ვისი ჩვენებების გამოც ევროპული მომავლის მცველებს მრავალწლიანი პატიმრომა ემუქრებათ.  გარდა ამისა, გრძელ სიაში მოხვდა პროკურორების, მოსამართლეების, გამომძიებლებისა და სუს-ის თანამშრომლების სახელები და გვარები - ყველააიმ პირის, ვინც ანტიჰუმანურ ქმედებებშია მხილებული და მათ წინააღმდეგ მძიმე ფაქტები არსებობს.

ეს ადამიანები, იგივე ცრუ მოწმეები, რომლებიც, არ ვიცი, ათასი ლარის გულისთვის, პრემიისთვის თუ რაღაც დაწინაურების გულისთვის ერთის მხრივ, სამარცხვინო და მეორეს მხრივ, ასეთ მავნებლურ საქმეს სჩადიან, ჩვენ გვინდა, რომ ისინი, უბრალოდ, გაჩერდნენ დღესვე. გუშინ უნდა გაეკეთებიანთ ეს, მაგრამ დღესვე, ხვალ მაინც გაჩერდნენ და აქცენტი გავაკეთეთ ე.წ. სამართალდამცველებზე, რომლებიც, სინამდვილეში, არიან რუსული რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლები. მოსამართლეებზე, პროკურორებზე, გამომძიებლებზე, სუსის თანამშრომლებზე და მათ შორის, იმ პოლიციელებზე, რომლებსაც ქართულმა საზოგადოებამ ცრუ მოწმეები დაარქვა. ისინი წარმოადგენენ დღეს მათდა და ჩვენდა სამუწხაროდ, ნაწილს ამ რეპრესიული რეჟიმის. ისინი ამბობენ სტერილურ ტყუილებს და ამის გამო უამრავი ადამიანი არის დასჯილი, ციხეში ხვდება, აწამებენ, - ამბობენ ქართველი ემიგრანტები. 

ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ  მნიშვნელოვანია, რეჟიმის მსახურებმა იცოდნენ, რომ მსგავსი სამარცხვინო ქმედებებისთვის ფასის გადახდა მოუწევთ.

 

მსგავსი სიახლეები