იმედია, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და უსაფრთხო საარჩევნო გარემოში წარიმართება - ჰარცელი
ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, არის ის, რომ ხალხი უნდა გამოვიდეს და ხმა მისცეს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, განაცხადა.
ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ საარჩევნო გარემოში წარიმართება.
არჩევნების დღეა. ეს განსაკუთრებულ დღეა ყველა დემოკრატიისთვის. ეს დღეა, როცა პოლიტიკოსები, კომენტატორები, აზრის შემქმნელები იყვნენ ჩუმად, ამომრჩევლები კი გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია გამოხატონ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში და ბოლო 24 საათში ვნახეთ, რომ პოლარიზაციის დონე მაღალია, რაც ძალიან დასანანია.
იმედი მაქვს და მჯერა, რომ ამომრჩევლებისთვის შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა მშვიდ, უსაფრთხო, დაცულ საარჩევნო გარემოში. ასევე, თქვენ, ჟურნალისტებს გექნებათ უსაფრთხოება და დაცულობა თქვენი საქმიანობის განხორციელების დროს.
ასევე, კორონავირუსი კვლავ ძალაშია, მინდა, ყველას მოვუწოდო რეკომენდაციების, სოციალური დისტანციის დაცვისკენ.
გისურვებთ კარგ დღეს. მეც დავაკვირდები ხმის მიცემის პროცესს". - თქვა კარლ ჰარცელმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"