რუსული მედია: თათარაშვილი შოკშია ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამო

30.05.25 12:28
რუსული მედია: თათარაშვილი შოკშია ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამო

რუსული დროშის გამოყენებით Tbilisi Open Air-ზე მუსიკოს ერეკლე გეწაძის პერფომანსს თემურ თათარაშვილი რუსულ მედიასთან ინტერვიუში გმობს. თათარაშვილი ამბობს, რომ ნანახით შოკშია. მუსიკოსი ამტკიცებს, რომ გეწაძემ უღირსი საქციელი ჩაიდინა და მის ამ შეხედულებას ბევრი ქართველი იზიარებს. 

ამასთან, თემურ თათარაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი მუსიკოსის ეს ქმედება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება. 

მე მას საერთოდ არ ვიცნობ, პირველად ვნახე დღეს ფეისბუქზე. მისი საქციელი არც ქართველებისთვის, არც რუსებისთვის და არც სომხებისთვის არაა შესაფერისი. რა თქმა უნდა, ულამაზო საქციელია. ქართველების უმეტესობა იმავე აზრზეა, რაზეც მე. ჩვენ შოკში ვართ, იმიტომ, რომ ყველა ამ ვიდეოს აზიარებს და ყველა აღშფოთებულია. არც კი ვიცი, ეს როგორ შევაფასო, ძალიან უღირსი საქციელია. მუსიკოსი ასეთ პოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ერეოდეს. ვიმეორებ, რომ მას საერთოდ არ ვიცნობ, პირველად დავინახე, არც კი ვიცი რას მღერის და რას უკრავს, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, ყველა ზღვარს სცდება. ყველას თავისი პოზიცია უნდა ჰქონდეს, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს ხელისუფლება ან მთავრობა, მაგრამ ეს საქციელი უკვე ზედმეტია. 

მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს ჩვენს ურთიერთობებზე არ აისახება, იმიტომ, რომ ამბობენ „ ყველა სოფელს თითო გიჟი ჰყავს“ და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისევე, როგორც ადრე ვცხოვრობდით: გვიყვარდა ერთმანეთი და პატივს ვცემდით. ასეთ ადამიანებს, მემგონი, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, იმიტომ, რომ ის აბსოლუტურად არავინ არ არის, პატარა ქინქლაა და მეტი არაფერი. ასე რომ, მასზე ყურადღების მიქცევა და რაღაც პასუხისგებაში მიცემა, სისულელეა, რა თქმა უნდა, - ამბობს თემურ თათარაშვილი. 
 

შეგახსეებთ, რომ გეწაძემ სცენაზე ოკუპანტის დროშა პაკეტში მოათავსა და ზედ მოშარდვის იმიტიაცია გააკეთა, რამაც რუსული მედიის აღშფოთება გამოიწვია.  ერეკლე გეწაძეს მოსკოვი დასჯით და გასამართლებით ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები