"პირველების" ინტერვიუ თბილისის პოლიციის უფროსთან, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ხელმძღვანელობდა

30.05.25 13:10
"პირველების" ინტერვიუ თბილისის პოლიციის უფროსთან, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ხელმძღვანელობდა

 

 

"პირველების" ინტერვიუ თბილისის პოლიციის უფროსთან, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ხელმძღვანელობდა - ლაშა გოგნიაშვილი ამტკიცებს, რომ ნიკა მელია არ გაუტაცებიათ და მისი დაკავება კანონის სრული დაცვით მოხდა.

გოგნიაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ დღევანდელ სასამართლოზე შსს-ს წარმომადგენელი მივა და მოყვება ნიკა მელიას დაკავების დეტალებს.

რას ნიშნავს გატაცება? ვინ გეუბნებათ ამას? ნიკა მელია დაკავებულაი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორიჩილებლობის ფაქტზე, დანარჩენს სასამართლოზე მოისმენთ", - ამბობს გოგნიაშვილი.

გოგნიაშვილი "პირველებთან" უარყოფს, რომ მელიას "დაკავების მარშუტკაში" სამართალდამცველები ვიდეოებს უღებდნენ. თბილისის პოლიციის უფროსი არ პასუხობს კითხვას, თუ ვის უგზავნიდნენ ბორკილებდადებული ოპოზიციონერი ლიდერის ფოტოებს -  "ჩვენ ვიდეოს არ ვიღებდით, კარგით რა, ჩვენ კანონს არ ვარღვევთ". 

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები