"სისხლიანი ძალაუფლება და კუნთმაგარი ჯალათების ბრბო თავისუფლების წყურვილს ვერასდროს ჩაახშობენ" - მათე დევიძის წერილი ციხიდან

30.05.25 13:44
"სისხლიანი ძალაუფლება და კუნთმაგარი ჯალათების ბრბო თავისუფლების წყურვილს ვერასდროს ჩაახშობენ" - მათე დევიძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი მათე დევიძე საპატიმროდან წერილს აგზავნის და თანამებრძოლებს მიმართავს. რეჟიმის ტყვე მოქალაქეებს თანადგომისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მადლობას უხდის და მათ "უთანასწორო ბრძოლაში" გამძლეობას უსურვებს.

მათე დევიძე წერს, რომ სისხლიანი ძალაუფლება და კუნთმაგარი ჯალათების ბრბო თავისუფლების წყურვილს ვერასდროს ჩაახშობენ. მისი თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლებს სადარდებელი არაფერი აქვთ, რადგან რეჟიმისგან განსხვავებით, ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან.

ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო, სულით თავისუფლებო…
მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, სამშობლოს ერთგულებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლებისთვის…
ფანატიკოსების კლანჭებიდან ჩემს გულში დაგროვილ უსაზღვრო ენერგიას და გამძლეობას გიგზავნით უთანასწორო ბრძოლის წინააღმდეგ.

 

სისხლიანი ძალაუფლება და კუნთმაგარი ჯალათების ბრბო თავისუფლების წყურვილს ვერასდროს ჩაახშობს. სამწუხაროდ, ეს მათ თავებში რთულად შესაშვები თემაა. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერც ხვდებიან, რისთვის ვირჯებით ამდენს. მათთვის ეს ისეთივე მიუწვდომელი და შეუცნობელია, როგორც სამყაროში მიმოფანტული გალაქტიკები.
 

ამ ბრძოლაში სანერვიულო და სადარდებელი ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით. იდარდონ მათ, ვინც ვერ ხვდებიან ვის ვისგან იცავენ. იდარდონ მათ, ვისაც არასდროს უგრძნიათ თავისუფლებისკენ მიმავალი წმინდა გზა.
“სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში”.
სრული სვლით თავისუფლებისკენ”, - წერს მათე დევიძე. 

 

მსგავსი სიახლეები