ნიკას შვილმა ვაჟკაცურად მიიღო მამის დაკავება, ყველაფერს გავაკეთებ რომ უმამობა ვერ იგრძნოს - მელიას მამა
სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იწყება - ოპოზიციონერი ლიდერის საქმის განხილვა სასამრთლოს მე-12 დარბაზში გაიმართება, სადაც უკვე იმყოფება დაცვის და ბრალდების მხარე. ნიკა მელიას სხდომაზე საბადრაგო სამსახური წუთი-წუთზე შეიყვანს.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესეით დააკავეს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
დარბაზში არ შევიდა ნიკა მელიას მამა. როგორც ანზორ მელია "პირველებთან" ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ნერვიულობს, როცა ოჯახის წევრებს ხედავს.
ნიკა ვერ იტანს ჩემს შეწუხებულ სახეს და მაგიტომ არ შევდივარ. უცებ მოგვამზადა მშობლები, მოამზადა მისი პატარა ბიჭი, რომელმაც ისე ვაჟკაცურად მიიღო, გავოცდი, თქვა უბრალოდ, რა იქნებოდა პირველში დაეჭირათო, რატო-მეთქი? ფეხბურთისთვის უნდა გვეყურებინა ერთად ოფისშიო. მე ვუთხარი წაგიყვან-თქო და მითხრა ნიკას გარეშე არ მინდაო...
მე ასეთი განერვიულებული ნიკას მეუღლე არ მინახავს, რგოროც გუშინ იყო, მაგრამ გავძლებთ, ოჯახს არაფერს მოვაკლებ. ეს სანდრო ძალიან კარგი ბიჭია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მამის ციხეში ყოფნა არ დავატყო ოჯახს", - თქვა ანზორ მელიამ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.