ორივე შვილი პატიმრობაში - სხვიტარიძეების დედის პირველი კომენტარი მოსამართლე ნინო ენუქიძის განაჩენზე

30.05.25 14:29
ორივე შვილი პატიმრობაში - სხვიტარიძეების დედის პირველი კომენტარი მოსამართლე ნინო ენუქიძის განაჩენზე

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა, რომლის მეორე შვილიც მოსამართლემ 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა, ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და არც არაფრის ეშინია. ელენე ახობაძის თქმით, მის შვილებს რეჟიმი უსამართლოდ სჯის, თვალში ჰყავს ამოღებული, თუმცა მათი გამარჯვება მაინც გარდაუვალია.

რეჟიმი შტორმშია და არ გაჩერდება, სანამ მათ არ ჩაყლაპავს, - ამბობს ახობაძე. 

5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომ „მონა“ დაუძახა. ოღონდ ეს არც კამერაში ჩანს, არც ვიდეომასალები არ არსებობს. უბრალოდ, 30 კაციდან მაინც და მაინც ამოარჩიეს თორნიკეს ხმად ა გაუშვეს 5 დღიან პატიმრობაში. ეს არ არის მონის დაძახებაზე, ეს არის, რომ თვალში ვყავართ ამოღებული ჩვენი ოჯახი. ამათ უნდათ, გაგვანადგურონ. ვერ მომერევიან, ვაძლევ გარანტიას. არ ვაპირებ არც დანებებას, არც შეშინებას, ბრძოლას გავაგრძელებ ბოლომდე. არცერთი ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე. იმიტომ, რომ ქავთარაძეს ასე უნდა, ასე არ იქნება. არ გაიხაროს ქავთარაძემ... მე ჩემს შვილებს სიამაყით ვუყურებ. ვერავინ ესენი, თანამონაწილენი, რომლებიც დიდ შტორმში მოხვედრილები, შტორმი ისე არ გაჩერდება, სანამ ამათ არ ჩაყლაპავს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ჩაიძირებიან ესენი, - ამბობს ელენ ახობაძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები