"უდიდესი სურვილია თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის აცილება სისტემიდან, ჯანდაბისკენ" - მელია მოსამართლე შვანგირაძეს
"უდიდესი სურვილია თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის აცილება სისტემიდან, ჯანდაბისკენ" - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესეით დააკავეს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
რა სისულელე კითხვებია?! არა, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვიკავებ თავს, მაგრამ შეიძლება მაინც გითხრათ, ცოტა ხანში", - თქვა ნიკა მელიამ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.