ოჯახის და გვარის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას-ზურაბიშვილი

30.05.25 15:55
ოჯახის და გვარის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას-ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჟურნალისტ მზია ამღლობელის პროცეს ეხმიანება და წერს, რომ “ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას“.

პრეზიდენტის თქმით, “ის, რომ დღეს მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, დამთხვევა არაა, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას.“

“სახელმწიფოებრიობის  დაშლის  კიდევ ერთი ნაბიჯი!“,-წერს ზურაბიშვილი.

ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში : “პოლიციელ”დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა. 
საკუთარ ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირს  საქციელით დგებუაზე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ! 
შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას,  რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესეიგი სახელმწიფოებრიობის  დაშლის  კიდევ ერთი ნაბიჯი! 
გომელაურის “წასვლა” ისე, რომ მას საკუთარ უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს თუ რაოდენ დაძაბულობასა  და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ “გუნდში” და რლგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება … გარდა ერთისა! 
მგონი დროა პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარ ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე! 
პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეულ მოქალაქესი ნდობა და სიყვარული, რითიც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს. 
მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ:”ვემსახურები საქართველოს”!-წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები